ელიტური ბრენდის Hermes Birkin-ის ჩანთა Christie’s აუქციონზე უცნობმა მყიდველმა 1,72 მლნ ჰონკონგურ დოლარად იყიდა, რაც დაახლოებით 222 აშშ ათასი დოლარია. ამ ფასით კი ჩანთა ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ძვირადღირებული ჩანთა.
ჩანთა 2014 წელს ნიანგის ტყავისგან დაამზადეს და თეთღი ოქრითი და ბრილიანტებით მორთეს.
წინა რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ჩანთა Birkin, რომელიც ასევე ნიანგის ტყავისგან იყო და,ზადებული აშშ-ში აუქციონზე 203 ათას დოლარად გაიყიდა. იმავე წელს, ხელჩანთა, რომელიც ელიზაბეტ ტეილორს ეკუთვნოდა აუქციონზე 218 ათას დოლარად გაიყიდა.