7 ივნისს ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართება მედია ტურნირი ჯომარდობაში!
ღონისძიების ჩატარების ადგილი –ბორჯომის რაონი, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარი
მედია ჯომარდი უკვე მეხუთედ ტარდება საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით. მასმედიის წარმომადგენლები ყოველ წელს აქტიურად ერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებაში. სულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 21 გუნდი.
წელს,მედია ჯომარდის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი
ვითიბი ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში. ბანკი არის რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის გენერალური სპონსორი, წყალბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი და საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორი. მნიშვნელოვან დაფინანსებას უწევს ასევე ავტო სპორტს, კალათბურთს, ბავშვთა რაგბის და ფეხბურთის გუნდებს.