კომპანია Microsoft-ი დაბალბიუჯეტიანი ტელეფონის გამოშვებას გეგმავს. Nokia 105 Dual SIM-ის ღირებულება 20 დოლარი იქნება. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ტელეფონი განკუთვნილია მათთვის, ვისაც თავისი პირველი ტელეფონის მიმართ ნოსტალგია აქვს, ან მათთვის ვისაც სმარტფონის გარდა დამატებითი ტელეფონიც ესაჭიროებათ და უპირატესობას პატარა და იაფფასიან ტელეფონს ანიჭებენ. Nokia 105-ის ეკრანი 1,45 დიუმიანი იქნება, ხოლო წონა სულ რაღაც 69,55 გრამი. ტელეფონის წიგნში 2000 კონტაქტის ჩაწერა იქნება შესაძლებელი და მას მოლოდინის რეჟიმში 25 დღით მუშაობის უნარი ექნება. ტელეფონში ჩატვირთული იქნება ასევე 2 უფასო თამაში: Snake Xenzia და Bubble Bash 2. ახალი, 20 დოლარიანი ტელეფონი გაყიდვაში ივნისის ბოლომდე ჩაეშვება.