ტურისტულმა პორტალმა Skyscanner-მა იმ ქვეყნების „ტოპ-10“ გამოაქვეყნა, სადაც დასვენება ყველაზე იაფია. როგორც ირკვევა, პორტალმა რეიტინგის შედგენისას ამა თუ იმ ქვეყანაში ტრანსპორტისა და კვების საფასურიც გაითვალისწინა. მართალია ფრენა ზოგადად ყველა ქვეყანაში შედარებით ძვირადღირებული ტრანსპორტის საშუალებაა და ამიტომ რეიტინგში ამ პუნქტის გათვალისწინება არ მომხდარა. რეიტინგში პირველ ადგილზე კამბოჯაა, ხოლო ბოლო ადგილზე საბერძნეთი.
მაშ ასე, ყველაზე იაფიანი ქვეყნების „ტოპ-10“ ასე გამოიყურება:
- კამბოჯა;
- ვიეტნამი;
- ინდოეთი;
- ბოლივია;
- უნგრეთი;
- ჰონდურასი;
- ბულგარეთი;
- შრი-ლანკა;
- არგენტინა;
- საბერძნეთი.