საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც „აირზენას“ ხელმძღვანელობის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს ეხებოდა
„აირზენას“ ვუპასუხებდი იმას,რომ ჩვენი კარი არ არის დაკეტილი მათთვის და მე მგონია, რომ განცხადებებით დიალოგს ჯობს მობრძანდენ და ვისაუბროთ“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჩვენ დიდი ხანია გამოვთქვით მზადყოფნა, რომ ეროვნული კომპანიის წინადადებები განვიხილოთ, ამიტომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, რუსეთთან მიმოსვლების სიხშირე გაიზარდა, გაზრდილია მგზავრთა გადაყვანაც. რუსეთთან ფრენების სიხშირის გაზრდა გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანია ცხრა ქვეყანაში, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, რუსეთიც და ჩვენ ძალიან გვჭირდება ტურისტები და ვიზიტორები რუსეთიდან“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.