გლდანში მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნა იგეგმება. როგორც მთავრობის № 1048 განკარგულებაშია აღნიშნული, გლდანის სამრეწველო ზონაში, ყოფილი „ტარზის" ტერიტორიაზე მდებარე 185 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული დანგრეული შენობა-ნაგებობები, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად კომპანია „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს" გადაეცა.
პირობების მიხედვით, „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი" ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 8 თვის ვადაში, უძრავ ქონებაზე, ან მის ნაწილზე მონაცემთა დამუშავების ცენტრი შექმნას (მათ შორის, მშენებლობა, აღჭურვა, ექსპლუატაციაში მიღება).
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ინვესტორს მინიმუმ 11 მლნ 110 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაევალდებულა.