გურიაში სს „გალტ ენდ თაგარტი “ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. მთავრობის №1057 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, გურიის რეგიონში „ზოტი“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდეს სს „გალტ ენდ თაგარტი “.
მთავრობის განკარგულებითვე, ენერგეტიკის სამინისტროს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა დაევალა.