საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებას მიიღებს. როგორც მთავრობის №1064 განკარგულებაშია აღნიშნული, პალატა დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შეუფერხებლად და სრულყოფილად განხორციელების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 0,5 მლნ ლარს მიიღებს.
თუმცა უფრო კონკრეტულად რა მიზნისთვის დახარჯავს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთავრობისგან მიღებულ დამატებით თანხას. განკარგულებაში დაკონკრეტებული არაა.