მაისში ტურისტების ზრდას დადებით შეფასებას აძლევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი. კერძოდ, სპეციალური კამპანია 9 მიზნობრივ ბაზარზე ჩატარდა. გარდა ამისა, საქართველოში მოწვეულ იქნა 200 საერთაშორისო ჟურნალისტი და 70-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი როგორც საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს განხორციელდა იმისათვის, რომ მომხდარიყო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა. „მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გარშემო ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, უწყების პროაქტიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ვიზიტორების რაოდენობის 15-პროცენტიანი ზრდა, ასევე 5 პროცენტით მოიმატა იმ ვიზიტორების რიცხვმა, რომლებიც საქართველოში 24 საათზე მეტი დროით დარჩნენ, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია და ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა