3 ივნისს, 12:00 საათზე, თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში,Continental-ისა და თეგეტა მოტორსის ურთიერთპარტნიორობის აღსანიშნავი ოფიციალური და საზეიმო ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ხელის მოწერის ცერემონიას დაესწრებიან თეგეტა მოტორსის და კონტინენტალის რეგიონალური ოფისის მენეჯმენტის წარმომადგენლები.
Continental-ი გერმანული ლიდერი ბრენდია პრემიუმ კლასის საბურავების წარმოებაში, რომელსაც 140 წლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით იგი მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი და ინოვატორი ბრენდია. საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ავტოპროდუქტების მომწოდებლებთა შორის, იგი პირველ ხუთეულში იკავებს პოზიციას. 2015 წლიდან, კი თეგეტა მოტორსი მისი ოფიციალური პარტნიორი და დილერი ხდება. აღნიშნული პარტნიორობის შედეგად, თეგეტა მოტორსში წარმოდგენილი პროდუქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და კომპანია თავის მომხმარებელს კიდევ ერთი ბრენდის, პრემიუმ ბრენდის საბურავებს შესთავაზებს.
„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრები მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. აქ წარმოდგენილია პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალ სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის მომსახურება, კვალიფიციური სპეციალისტების, ინოვაციური ტექნოლოგიების და ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით.