საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ 1 ივნისს მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების ინოვაციური ვაუჩერების დაჯილდოების ცერემონიასა და საბროკერო ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
საბროკერო ღონისძიება და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ener2i“-ის ფარგლებში „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით. გარდა ამისა, ღონისძიება გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და „ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვით ცენტრთან“ თანამშრომლობით , “SECURE R2I” და „Innover-East“ პროექტების ფარგლებში. აღნიშნული პროექტები დაფინანსდა ევროკომისიის მიერ მე-7 ჩარჩო პროგრამის შესაბამისად.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმნენ სოციალური ინოვაციების ცენტრის წარმომადგენელი მანფრედ შპისბერგერი და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ დირექტორი გიორგი აბულაშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ინოვაციების განვითარება ერთერთ პრიორიტეტად გამოყო. მისი თქმით, სამინისტროში სისტემაში შეიქმნა ორი სსიპ - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო, რომელთა ერთერთ მიზანსაც ინოვაციური იდეების განხორციელება და დანერგვა წარმოადგენს. ირმა ქავთარაძემ ასევე ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე მშენებლობის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სხვა სექტორებში.
ოფიციალური მისალმებების დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო ინოვაციური ვაუჩერების კონკურსის გამარჯვებული ექვსი პროექტის ავტორებისთვის ვაუჩერების გადაცემის ცერემონიაში.
კონკურსის მიზანი იყო ინოვაციური პროექტების დაფინანსება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის დარგში პირდაპირი ფინანსური (ინოვაციური ვაუჩერები) მხარდაჭერის გზით პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გაიმართა საბროკერო ღონისძიება, რომლის დროსაც გაიმართა პირისპირ (face2face) შეხვედრები და ე.წ. „ნეტვორკინგი“.საბროკერო ღონისძების დასასრულს გაიმართა პროექტი INNOVER-EAST ფარგლებში მომზადებული ეროვნული კვლევის განხილვა მიძღვნილი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საკითხებს