პოლონური ავიაკომპანია "Enter Air" პოლონეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 29 მაისს სააგენტომ გასცა ნებართვა 6 ივნისიდან, პოლონურ ავიაკომპანია- Enter Air-ზე, მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ავიაკომპანია Enter Air-მა მოღვაწეობა პოლონეთში 2009 წლიდან დაიწყო. იგი თანამშრომლობს პოლონეთის დიდ ტურისტულ ოპერატორებთან და არის ყველაზე დიდი ჩარტერული გადამზიდავი პოლონეთში, საჰაერო ხომალდებისა და გადაყვანილი მგზავრების რიცხოვნობით.
კომპანია პოლონეთსა და საქართველოს შორის შეასრულებს მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს კვირაში ერთი სიხშირით შემდეგ საჰაერო ხაზებზე: ვარშავა-ბათუმი-კატოვიცე; პოზნანი-ბათუმი-ვარშავა