ანალიტიკური კომპანია Gartner-მა საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე ამერიკული კორპორაცია Apple, ბაზრის 17,9%-ის მფლობელია, რაც ანალიტიკოსების აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
კვლევამ აჩვენა, რომ სმარტფონების მსოფლიო ბაზრის ლიდერი Samsung -ია(24,2%).
წელს Apple-მა ბაზარს 60 მლნ სმარტფონი მიაწოდა, ხოლო გასულ წელს კი 43 მლნ სმარტფონი.
ანალიტიკოსები Apple-ის გაყიდვების ზრდას აზიის ბაზარზე გააქტიურებით ხსნიან, ეს ყველაფერი კი ძალიან ნეთელია ჩინეთის გაყიდვების ფონზეც.
Apple-ის წარმატების ფონზე ბაზარზე Android -ის წილი 2 %-ით შემცირდა.
.