"მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე”, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან 2015 წლის ბიუჯეტის ორი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მისივე განცხადებით, ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას თუ საქმეს არაეფექტურად შეასრულებს.
,,იქნება გამგებელი, თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.