ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 26 თებერვლის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2635 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5675 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0102 პუნქტით გაუფასურდა.
25 თებერვლის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2619 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.5573 ლარი ღირდა.