ლარი ფაქტიურად ჩამოიშალა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი აკეთებს. ბეჟაშვილის განმარტებით, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები.
”მთავრობა თავისი უმოქმედობით კიდევ უფრო უწყობს ხელს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. მოსახლეობას უამრავი სესხი აქვს აღებული და საპროცენტო განაკვეთები ეზრდება. ქვეყანაში არის ინფლაცია და პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალ სთავაზობდეს მოსახლეობას, დაკავებულია შეთქმულების თეორიეთ, საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებით.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული უსწრაფესად, რათა ჩვენ მთავრობას დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უყურებენ ისინი სიტუაციიდან გამოსავალს. უნდა გადაიდოს ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე და პარასკევს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რათა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას და მას აქვს უნარი საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების”, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.