2015 წლის იანვარში აჭარას 3.84%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკა რეგიონის ტერიტორიაზე ტურისტთა განთავსების ობიექტების მიხედვითაა მომზადებული.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სასტუმრო სექტორში ტურისტთა რაოდენობრივი მაჩვენებლებით გამორჩეული ქვეყნები შემდეგნაირად ნაწილდება: ბელორუსია, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი და თურქეთი.
ტურისტების მოსაზიდად 2015 წლის მარკეტინგული ღონისძიებები უკვე გაწერილია. ცნობილია, რომ მარკეტინგული აქტიობები მოიცავს 9 სამიზნე ქვეყანას, (ისრაელი, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ლიტვა, ბელორუსია, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი), რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სარეკლამო კამპანიები და ონლაინ-მარკეტინგული ღონისძიებები.
ასევე ჩატარდება საინფორმაციო ტურები სამიზნე ქვეყნებიდან მოწვეული ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის. 2015 წელს აჭარის ტურისტულ პოტენციალს პოპულარიზაცია გაეწევა 20 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე.