Amazon-ზე შესყიდვის განხორციელება უფრო მეტი უცხოური ვალუტით ხდება შესაძლებელი.
Amazon Web Services-ი გადახდების მიღებას 11 უცხოურ ვალიტაში იწყებს. ახალი პროექტის მიხედვით, Amazon-ის მომხმარებლებს თანხის ეკონომიასაც მოახერხებენ, რადგანაც ნივთის შეძენისას ავტომატური კონვერტაციისათვის დამატებითი თანხის გაღება აღარ მოუწევთ და შესყიდვას საკუთარი ვალუტით განახორციელებენ.
გარდა აშშ დოლარისა, Visa და MasterCard-ის მფლობელები შეძლებენ Amazon-ზე შესყიდვა განახორციელონ ავსტრალიური დოლარით (AUD), შვეიცარიული ფრანკით (CHF), დანიური კრონით (DKK), ევროთი (EUR); ბრიტანული ფუნტით (GBP), ჰონკონგური დოლარით (HKD); იაპონიური იენით (JPY), ნორვეგიული კრონით (NOK), ახალზელანდიური დოლარით (NZD); შვედური კრონით (SEK) და სამხრეთ აფრიკული რანდით (ZAR).
უცხოური მედიის ინფორმაციით, გადასახადები ყველა ვალუტაში შესაძლებელი იქნება აშშ დოლართან მიმართებაში ყველაზე ხელსაყრელი კურსით.