მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს გადახედვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,
მთავრობას მიმდინარე წელს 5%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობას ამ პროგნოზის გადახედვა მოუწევს.
"ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. მაგალითებს გეტყვით: აზერბაიჯანმა სულ ახლახანს გამოაცხადა, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%. სომხეთის და მოლდოვას 0%, ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაქსიმუმი 1-2%-ია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი. დაგეგმილი გვქონდა 5%-იანი ზრდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მოგვიწევს ამის გადახედვა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.