Google მობილური გადახდების კიდევ ერთ სერვისს აუქმებს. საუბარია BebaPay-ზე, რომელიც არის Google-სა და ბანკ Equity Bank-ის ერთობლივი პროდუქტი, ბარათი და რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ კენიაში მოქმედებდა. BebaPay 2013 წელს გაეშვა, ხოლო 2015 წლის მარტში ფუნქციონირებას შეწყვეტს. ბარათით, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო მგზავრობის საფასურის გადახდა, კენიაში სულ 100 ათასი ადამიანი სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ BebaPay-მ ფილიპინებში ფუნქციონირება 10 თვის უკან შესტვიტა.
Google-ი ასევე მხადრაჭერას შეუწყვეტს BebaPay-ს მობილურ ვერსიასაც, რომლის ჩამოტვირთვაც ნებისმერ სმარტფონში იყო შესაძლებელი და მისი საშუალებით მაღაზიებში ფულის გადახდა იყო შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ადრე Google-მა ელექტრონული საფულის Google Wallet-ისათვის მხარდაჟერის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რომელსაც სისრულეში 2015 წლის მარტში მოიყვანს.