საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი პროექტის ,,დანერგე მომავალი"-ს პრეზენტაციას დაესწრება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 21 თებერვალს 10:30 სთ-ზე სასტუმროში ,,რადისონ ბლუ" , სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ახალი პროექტის - ,,დანერგე მომავალი" პრეზენტაცია გამართავს.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაწყებულ პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.