თბილისში, ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის N1-ში პსპ-ს ახალი, 201-ე აფთიაქი გაიხსნა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში პსპ-ს 4 ახალ აფთიაქი გახსნა, 5 აფთიაქი ახალი დიზაინით გადაკეთდა; მარტის თვეში პსპ- კიდევ 8 აფთიაქის გახსნა-რედიზაინს გეგმავს. ყველა ახალი აფთიაქი ღია ტიპისაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს თავად აირჩიოს ათასობით დასახელების ჰიგიენის, კოსმეტიკის და ბავშვის მოვლის, კვების საშუალებები, ასევე ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები. პსპ 20 წელი საქართველოს მოსახლეობის სამსახურშია.