ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 20 თებერვლის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.1771 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.4688 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0299 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0214 პუნქტით გაუფასურდა.
19 თებერვლის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.1472 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.4474 ლარი ღირდა.