სმარტფონების მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის Android 5.0-ზე გადაწყობა სრულყოფილად ვერც კი მოასწრეს, რომ უკვე ბაზარზე Android-ის ახალი თაობა გამოჩნდება. როგორც HTC-ის წარმომადგენლები Twitter-ის საშუალებით იტყობინებიან ახალი Android 5.1 უკვე მარტიდან გამოჩნდება. ცნობილი ხდება ისიც, რომ ინდონეზიაში Android 5.1-ის ბეტა ვერსია უკვე გაშვებულია და მისი ტესტირება ხდება.