ბორჯომში კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რომელიც 40 ნომერზე იქნება გათვლილი და 3 წლის ვადაში აშენდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სააქციო კომპანია "დიზონ ლიმიტედს" სიმბოლურ ფასად, ქალაქ ბორჯომში რუსთაველის ქუჩა N81-ში მდებარე 3307.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა. სააგენტოში აცხადებენ, რომ პირობების მიხედვით კომპანია ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში, 40 ნომრიანი სასტუმროს შექმნა-აღჭურვა მოასწროს. იმავდროულად, პროექტის განსახორციელებლად კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ 2 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები