დღეს, , 17 თებერვალს 10:00 საათზე ,,თიბისი ბანკის" ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით ენერგოკონფერენცია გაიმართება.
კონფერენციას გახსნის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
ენერგოკონფერენციას დაესწრებიან ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) , USAID წარმომადგენლები.
მისამართი: მარჯანიშვილის 7, მე-4 სართული