ამერიკული ინტერნეტჟურნალი presscave.com უსაფრთხო სახელმწიფოების ათეულს ქვეყნებს. 2014-15 წლების მიხედვით, საქართველო რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. მსოფლიოს უსაფრთხო სახელმწიფოების ათეულში შემდეგი სახელმწიფოები მოხვდა:
1 ისლანდია
2 ტაივანი (ჩინეთი)
3 დანია
4 ავსტრია
5 ახალი ზელანდია
6 საქართველო
7 კანადა
8 იაპონია
9 ნორვეგია
10 სინგაპური
გამოცემა ინფორმაციას ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) კვლევაზე დაყრდნოთ ავრცელებს.
„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ შეიძლება მივიჩნიოთ. სხვა ქვეყნების ქალაქებისგან განსხვავებით საქართველოს დედაქალაქში გადაადგილება დღისით და ღამით უსაფრთხოა. საქართველოში ნაკლებია ქურდობა, ტერაქტები, მკვლელობა. საქართველო ტურისტებისათვის საუკეთესო ადგილია. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას შეგიძლიათ ეწვიოთ შავი ზღვის სანაპიროს, იმოგზაუროთ კავკასინოს მთებში, ეწვიოთ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ადგილებს, დაათვალიეროთ ეროვნული პარკები", _აღნიშნავს სტატიის ავტორი.