შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 თებერვლის N3520 ბრძანებით, ,,საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგიის სახელმძღვანელო ჟურნალი" გამოიცა.
ჟურნალში დეტალურად არის აღწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწევები, საგადასახადო შემოსავლების როლი ქვეყნის ეკონომიკაში და გადამხდელთა ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა გადასახადების ნებაყოფლობითი დეკლარირების და გადახდევინების გაუმჯობესება აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება 2015 - 2016 წლებში.
შემოსავლების სამსახურის მთავარი მიზანია გადამხდელების ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება. სტრატეგიის ფარგლებში შემოსავლების სამსახური ყურადღებას უთმობს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: მშენებლობა, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ავტონაწილებით მოვაჭრეები და რაც მთავარია ფიზიკური პირები.
შემოსავლების სამსახური ,,საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგიის სახელმძღვანელო ჟურნალის" გამოცემას ყოველწლიურად გეგმავს.
ელექტრონული სახელმძღვანელო განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდსა www.rs.ge და Facebook გვერდზე.