მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იური ვარდანიანს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.