სამოქალაქო ავიაციის ფრენებისათვის შავი ზღვის თავზე შესაძლოა 4 მარშრუტი გაიხსნას.
აღნიშნული კი ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს საფრენი ტრასების შემოკლებით შეამცირონ საკუთარი ხარჯები და განტვირთოს სხვა ქვეყნების სადისპეჩერო ცენტრები.
შერჩეული მარშრუტები უკრაინის პასუხისმგებლობის ზონაშია და ის ICAO-სთან, IATA-სთან, FAA-სთან და ევროკონტროლთან კონსულტაციების შემდეგ შეირჩა.
უკრაინის აერონავიგაციის დირექტორის მოადგილის რუსლან გუცანას თქმით, ძავი ზღვის თავზე ფრენების აღდგენაზე უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრა IATA-სა და ევროკონტროლის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქცია დაამყარა და მფრინავებისათვის ვითარება გართულდა, რადგანაც რადგანაც მათ დირექტივებს ერთდროულად აძლევდნენ როგორც უკრაინელი ასევე რუსი დისპეჩერები.
ამ ფონზე კი ევროპულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთაც ფრენების უსაფრთხოება ევალებათ რეკომენდაცია გასცეს, რომ ავიაკომპანიებს ყირიმის მიმდებარედ აღარ ეფრინათ.