აპრილში თბილისში უნგრეთის სავაჭრო ოფისი გაიხსნება. ამის შესახებ, ცნობილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივებზე.
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო პროექტები, რომელთა ერთობლივი განხორციელება ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს,"-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელსაც სრულფასოვანი ათვისება სჭირდება.