ჩინელი ბიზნესმენები აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდნენ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დღეს ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დელეგაციას კომპანია Citor International investment Co.-ს თავმჯდომარე ძინგიუ ვანი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას Urumqi Yalan Hospital-ისა და საქართველოს ტოპ ინვესტორის კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" მენეჯმენტის წევრებიც ესწრებოდნენ.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მათი ვიზიტის მიზანს საქართველოს და კონკრეტულ შემთხვევაში, ბათუმის საინვესტიციო გარემოს გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ბათუმის მერმა და დელეგაციის წევრებმა სამომავლო ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ინვესტირებაზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები