Apple-ს წარმატება, რომელიც კომპანიას iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ის რეალიზაციამ მოუტანა, კომპანია Kantar Worldpanel ComTech-ის კვლევიდან ნათლად ჩანს.
Kantar Worldpanel ComTech-ის ინფორმაციით, 2014 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ს ბაზარზე, რეალიზაციის კუთხით, საოპერაციო სისტემამ - iOS-მა Android-ს აჯობა. ირკვევა, რომ iOS-ს აშშ-ს ბაზრის 47,7 %-ი, ხოლო Android-ს ბაზრის 47,6 %-ი ეკუთვნის - განსხვავება მიზერულია, თუმც მეოთხე კვარტლის მონაცემებით
iOS ლიდერია.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საოპერაციო სისტემა Windows Phone-ს აშშ-ს ბაზრის მხოლოდ 3,8 %-ი უკავია, ხოლო , BlackBerry-ს მხოლოდ 0,3 %.