კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-მა International Consolidated Airlines Group-ის (ავიაკომპანია British Airways-ის, Iberia-სა და Vueling-ის სათაო სტრუქტურა) აქციათა 9,99%-ი იყიდა.
Qatar Airways-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამომავლოდ კომპანია დაფიქრდება გაზარდოს თუ არა საკუთარი წილი IAG-ში.
არსებული სტრუქტურით Qatar Airways-ი უკვე გახდა IAG-ის უმსხვილესი აქციონერი. 2015 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, Qatar Airways-ის კუთვნილი აქციების ფასი 1,1 მლრდ ფუნტი სტერლინგია (1,7 მლრდ დოლარი).
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთის კომპანიები ევროპული ავიაგადამზიდავებით დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია Emirates Airline-მა უკვე შეიძინა Alitalia-ს უმსხვილესი პაკეტი.