3 თვეში Swatch-ი ე.წ. „ჭკვიანი საათების" რეალიზაციას დაიწყებს. აღნიშნულ დაპირებას კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკ ჰაიეკი იძლევა.
იმისათვის, რომ Swatch-ის „ჭკვიანი საათი" ბაზარზე წარმატებული იყოს, მას Apple-თან მოუწევს კონკურენცია, რომლის „ჭკვიანი საათი" ბაზარზე აპრილში გამოჩნდება.
კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, Swatch-ის „ჭკვიანი საათი" ინტერნეტთან დაკავშირებას ბატარეის დატენვის გარეშე შეძლებს. საათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ Windows-ის ან Android-ის სხვადასხვა აპლიკაციებითაც ისარგებლონ.
შვეიცარიული კომპანია ჯორჯ კოქსის ანალიტიკოსის აზრით, Apple-ს საათს Swatch-ის „ჭკვიანი საათის" დაანონსების გამო მარტივი წელი არ ელის.
Citigroup-ის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ბაზარზე 2018 წლისათვის „ჭკვიანი საათების" რეალიზაციის მაჩვენებელი 10 მლრდ დოლარს მიაღწევს. ანალიტიკოსთა განმართებით, მათი პროგნოზი იმ შემთხვევაში გამართლდება, თუ კი მომხმარებლების ნაწილი ტრადიციულ საათზე უარს იტყვის და უპირატესობას „ჭკვიან საათს" მიანიჭებს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს Swatch-ის საოპერაციო მოგებამ 1,75 მლრდ შვეიცარიული ფრანკი შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებლებთან შეადრებით 24 %-ითაა შემცირებული.
მასალის გამოყენების პირობები