6, 7 და 8 თებერვალს (პარასკევს, შაბათს და კვირას) სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში" ყველა პროდუქტზე 15%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. შესაბამისად, მხოლოდ 3 დღით, „სმარტის" ერთგულ მომხმარებელს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაძლებლობა ექნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტი შეღავათიანი ფასით იყიდოს და კვირის ბოლო დღეებზე საჭირო პროდუქტები მოიმარაგოს. ამასთან, მიუხედავად ფასდაკლებისა, მომხმარებელს შეუძლია უნიქარდის ბონუს ქულების დაგროვება საჩუქრებისათვის ან ქულებით „სმარტის" პროდუქტების შეძენა.
"სუპერმარკეტი „სმარტი" ყოველთვის ცდილობს ერთგული მომხმარებელი ექსკლუზიური შეთავაზებებითა და წამახალისებელი აქციებით გაანებივროს. ფასდაკლების აქციის ფარგლებში „სმარტის" მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ექნება 20 000-მდე დასახელების პროდუქტი "სმარტში" მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს. წამახალისებელი აქციით გვსურს მადლობა გადავუხადოთ „სმარტის" მომხმარებელს ერთგულებისათვის და კიდევ მეტად გავუმძაფროთ „ხარისხის დეტალებში" განცდა „სმარტში" მოსვლისას", - აცხადებენ „სმარტში".
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა" „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.