ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტები მისი განცხადების არასწორად ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა, თითქოს, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავრობას ეკონომიკურ პროგნოზთან დაკავშირებით გადაწყევტილება მიღებული არ აქვს.
,,უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე მთავრობას ეკონომიკურ პროგნოზთან დაკავშირებით გადაწყევტილება მიღებული არ აქვს. რაც შეეხება იმ მაჩვენებლებს რომელიც მე დავასახელე ეს იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზები ყველა ქვეყნის მიხედვით. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავაზუსტოთ ჩვენი პროგნოზები. ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისათვის არის ისევ 5%. Mმოხდა განცხადების არასწორი ინტერპრეტირება", _განამარტა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა, 2015 წელს ეკონომიკის ზრდა 4 %-ზე მაღალი იქნება.
"სომხეთისა და მოლდოვას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 0% დაფიქსირდა. წელს ელოდებიან რუსეთში დაცემას, გასაგები მიზეზების გამო. ბელორუსში იქნება დაახლოებით 0%-იანი ეკონომიკური ზრდა, აზერბაიჯანში - 1,5%. ჩვენ ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისთვის 4%-ზე მაღალი იქნება", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.