ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლოუკოსტმა, ავიაკომპანია easyJet -მა ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად საკუთარი თვითმფრინავების სტილი განაახლა და შეფერილობა შეცვალა.
განახლებული სტილი მოიცავს, ნარინჯისფერს ზოლს, რომელიც თვითმფრინავს თითქმის კუდამდე დასდევს. იმავდროულად, თვითმფრინავის კორპუსიდან გაქრება ავიაკომპანიის საიტის მისამართი, რომელიც ხომალდზე იყო დატანილი. წარწერას, რომელიც კომპანიის საიტს მოიცავდა, მხოლოდ კომპანიის დასახელება შეცვლის, რომელიც ნარინჯისფერ ზოლზე თეთრი ასოებით იქნება გამოყოფილი
easyJet -ის ისტორიის განმავლობაში, კომპანიის მენეჯმენტმა უკვე მესამედ შეცვალა თვითმფრინავების შეფერილობა.
1995 წელს, როდესაც easyJet-მა ფრენების განხორციელება დაიწყო, თვითმფრინავის კორპუსზე ქოლ-ცენტრის ნომერიც იყო დატანილი, ხოლო კომპანიის დასახელება მხოლოდ თვითმფრინავის კუდზე იყო დაწერილი. 1998 წელს კი ქოლ-ცენტრის ნომერი უკვე ავიაკომპანიის საიტის მისამართმა ჩაანაცვლა
ახალი შეფერილობა ექნება ასევე ახალ Airbus
A320-ს, რომელიც მომწოდებლებს ავიაკომპანიამ 197 ერთეული უკვე დაუკვეთა. ეტაპობრივად შეიფერება ასევე კომპანიის კუთვნილებაში არსებული თვითმფრინავებიც.
გეგმის მიხედვით, ახალ შეფერილობას 2015 წლის ბოლომდე 29 ავიალაინერი მიიღებს, ხოლო მთლიანად ავიაპარკის შეფერილობის შეცვლა 2018 წლის ბოლომდე მოხდება.