კინოკომპანია Universal Pictures-მა განაცხადა, რომ სტივ ჯობსის ბიოგრაფიული ფილმი ეკრანებზე, 2016 წლის 9 ოქტომბერს გამოვა.
როგორც ცნობილია ფილმის გადაღებები, იანვრის ბოლოს, სან-ფრანცისკოში უკვე დაიწყო. სცენარი უოლტერ აიზეკსონის წიგნის მიხედვით დაიწერა, რომელიც ავტორმა Apple-ის შემქმნელის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას მიუძღვნა.
ფილმის რეჟისორი, ოსკაროსანი დენი ბოილია, ხოლო თავად სტივ ჯობსის როლს მსახიობი მაიკლ ფასბერგი ასრულებს. რაც შეეხება Macintosh -ის მარკეტინგის განყოფილების უფროსის როლს, მას კეიტ უნსლეტი შეასრულებს.
ფილმის ავტორები განმარტავენ, რომ სიუჟეტი იმ დროიდან ვითარდება, როდესაც ბაზარზე პირველი Macintosh -ი გამოვიდა. შემდეგ იყო ჯობსის მრავალი წარმატება, თუმცა 2011 წელს კიბოს დაავადებით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ფილმზე მუშაობა Universal -მა Sony Pictures-სგან ჩაიბარა, სადაც მსახიობებთან დაკავშირებით დიდი გაუგებრობები იყო.