მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა 2015 წლის იანვრის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები წარმოადგინა.
ნოდარ ხადურის თქმით, იანვარში მიღებული შემოსავლები გეგმას 31 მილიონით აღემატება. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მინისტრმა ამ მიმართულებით იანვარში ინფრასტრუქტურის სამინისტროს განსაკუთრებულ აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება.
„2015 წლის იანვარში შემოსულობებმა ჯამში 725 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ამ პერიოდის მაჩვენებელზე 115 მილიონი ლარით მეტია, რაც კარგი მაჩვენებელია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.