ყოველი ტურისტებით სავსე თვითმფრინავისათვის, რომელიც საქართველოდან და სხვა რიგი ქვეყნებიდან თურქეთში ჩაფრინდება, ტურისტული სააგენტო თურქეთის მთავრობისგან დაფინანსებას მიიღებს. საუბარია 6 ათასი დოლარის ტურისტული კომპანიისათვის გადახდაზე.
როგორც უცხოური მედია წერს, მთავრობის გადაწტყვეტილებაზე უკვე ღიად ისაუბრა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა ომან ჩელიკმა. მისი ინფორმაციით, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, აზერბაიჯანზე, ირანზე, რუსეთზე, ბელორუსზე, სომხეთზე, მოლდოვაზე, ყირგიზეთზე, უკრაინაზე, უზბეკეთზე და ტაჯიკეთზე, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
"ფინანსური დახმარება - "მხარდაჭერა საწვავით" მიმართულია ტურისტულ სექტორში შესაძლო ეკონომიკური კრიზისის მინიმალიზირებისკენ", - განაცხადა ჩელიკმა. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო მზადაა ტუროპერატორებს საბიუჯეტო სესხი გამოუყოს.
მასალის გამოყენების პირობები