5 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდება „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" მეოთხე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი კლაუს გერჰაუზერი.