ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 5 თებერვლის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 1.9977 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.2864 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0044 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0240 პუნქტით გაუფასურდა.
4 თებერვლის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 1.9933 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.2624 ლარი ღირდა.