საქართველოს სურს, რომ საქართველოსა და უკრაინის პორტებს შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა აღდგეს. შემდგომ კი, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, პროექტში ბულგარეთისა და თურქეთისა პროექტებიც ჩაერთვებიან.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნულ საკითხი კიევში, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს ანდრეი პივოვარსკსა და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას შორის გამართული შეხვედრისას გაჟღერდა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
როგორც გაირკვა, უკრაინას სურს, რომ ტრანსპორტის თემაზე მომუშავე ჯგუფების შეხვედრა 2015 წლის პირველ კვარტალში შედგეს. აღნიშნულ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება ასევე საქართველო-უკრაინის უწყებათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე, რომელიც საორიენტაციოდ ინისში გაიმართება.
როგორც შეხვედრის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, კარგია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში არანაირი პრობლემა არ არსებობს.
უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას განმარტებით, 2014 წელს საქართველოს 17 ათასზე მეტი უკრაინელი სტუმრობდა, ვიდრე 2013 წლის განმავლობაში.