საფრანგეთის მთავრობა 10 ათას ევრომდე გადაუხდის მათ, ვინც სტანდარტულ ავტომობილზე უარს იტყვის და ელექტრომობილზე გადაჯდება.
საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ მძღოლებს ბენზინის მოხმარებაზე ააღებინოს ხელი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ისარგებლონ.
როგორც საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრი სერგოლენ რუაიანი აცხადებს, მთავრობის მიზანია ელექტრომობილების გამოყენებას სტიმულირება გაუკეთოს და სწორედ ამიტომ იმ მძღოლებზე ვინც საკუთარ ავტომობილს ელექტრომობილის სასარგებლოდ დათმობს ფინანსურ საჩუქარსაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის განმავლობაში 10 560 ერთეული ელექტრომობილი გაიყიდა.