უკრაინულმა Creative Group-მა საქართველოსა და თურქეთში სოიოს ბურღულის ექსპორტი დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში Creative Group-მა საქართველოში 1,5 ათასი ტონა სოიოს ბურღული გადატვირთა, ხოლო თურქეთში - 2 ათასი ტონა.
2015 წლის ბოლომდე Creative Group-ი საქართველოსა და თურქეთში სოიოს ბურღულის ექსპორტის ზრდას გეგმავს და წინასწარი გათ[ლებით წლის განმავლობაში უკრაინიდან საქართველოში Creative Group-ის მიერ 3 ათასი ტონა სოიოს ბურღულის ექსპორტი იგეგმება.
პორტალი a7d.com.ua კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი სოიოს ბურღულეულის მოთხოვნის კუთხით მსოფლიოში ლიდერია, რაც შეეხება საქართველოს, კომპანიის ინფორმაციით, კარგი საპორტო ინფრასტრუქტურა გააჩნია, რაც Creative Group-ს აზიის ქვეყნებში გასვლას გაუადვილებს.