მეწარმეობის განვითარების სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტით მოსარგებლე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ მეწარმეებს „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მიმდინარეობა, სააგენტოს მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, სალიზინგო მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სიახლეები და სესხის გირაოთი უზრუნველყოფასთან მიმართებაში ცვლილება გააცნო.
კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან 30%-ის ნაცვალდ მოხდება სესხის უზრუნველყოფის ძირითადი საგნის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფინანსებს ახალი საწარმოს დასაარსებლად თუ არსებულის გასაფართოვებლად.
პროგრამის მოსარგებლე მეწარმბეებთან დისკუსიის დროს მიმოხილულ იქნა ის გამოწვევები რის წინაშეც რეალურად დგას მცირე და საშუალო ბიზნესი. მოხდა ბიზნესის ეფექტურად განვითარების კუთხით არსებული დაბრკოლებების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
ასევე დასმული იყო ისეთი აქტუალური შეკითხვები როგორიცაა: რატომ არ შეიძლება მეწარმემ ერთდროულად ისარგებლოს კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტებით, არის თუ არა შესაძლებელი დამატებითი სესხის მოთხოვნა პროგრამის ფარგლებში.
დასახელებულ გამოწვევებს შორის იყო გადამუშავების რეჟიმით შემოსულ საქონელზე საგარანტიო თანხის შემცირება ან თანამონაწილეობა, ძირითადი საშუალებების დღგ-ს დროული დაბრუნება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო რეგულარულად გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას მეწარმეების მხრიდან კომენტარების და მოსაზრებების მოსასმენად, რაც პროგრამის შემდგომ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესის წინსვლას დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით უკვესარგებლობს 67 ბენეფიციარი და დაწყებულია შესაბამისი პროექტების განხორციელება. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 104, 900, 000 აშშ დოლარია.
პროგრამის ბენეფიციარებისათვის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ის ნაცვალდ მოხდება სესხის უზრუნველყოფის ძირითადი საგნის ღირებულების 50%-ის თანადაფინანსება, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფინანსებს ახალი საწარმოს დასაარსებლად თუ არსებულის გასაფართოვებლად. რეალურად„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური ხელმისაწვდომობის კომპონენტი კიდევ უფრო მეტ მეწარმეს უხსნის გზას სესხის ასაღებად და ფაქტიურად უგვარებს ერთ- ერთ ყველაზე დიდ დაბრკოლებას, კერძოდ სესხის უზრუნველყოფის საკითხს.
2014 წლის დეკემბერში პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ასევე დაემატა სალიზინგო მომსახურებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე 3 კომპანიას უწევს სალიზინგო მომსახურების თანადაფინანსებას. მაქსიმალური პროცენტი რაც შეიძლება სალიზინგო კომპანიამ მოითხოვოს მომსახურებისათვის არის 15%. საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12-15%-მდე მერყეობს, საიდანაც პირველი 2 წლის განმავლობაში 12%-ს აწარმოე საქართველოში ჩართულ ბენეფიციარებს სახელმწიფო დაუფინანსებს.