ჟორჟე მენდეშმა, "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ფეხბურთელის კონტრაქტის საიდუმლო დეტალის შესახებ ღიად განაცხადა. საუბარია იმაზე, თუ რამდენი უნდა გადაუხადოს სხვა კლუბმა "რეალს" თუ კი მას "ოქროს ბურთის" მფლობელის ყიდვა მოუნდება.
"ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რადგანაც ის ყველაზე საუკეთესო სპორტსმენია. ქ მლრდ ევრო - ეს კრიშტიანუ რონალდუს ფასია", ციტირებს აგენტის სიტყვებს BBC.
თუმცა როგორც რონალდუს აგენტი განმარტავს, კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილი აქვს, რომ საკუთარი კარიერა წლების მერე სწორედ "რეალში" დაასრულოს.
საუკეთესო თავდამსხმელის კონტრაქტს ვადა 2018 წელს გადის.