2014 წლის მონაცემებით ავიაკომპანია "აეროფლოტის" შემოსავალი გაიზარდა. გასულ წელს "აეროფლოტის" შემოსავალმა 240,3 მლრდ რუბლი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკოპმანიის შემოსავლები 2013 წელთან შედარებით 16,5 %-ითაა გაზრდილი.
2014 წელს "აეროფლოტის" გაყიდვები 194,4 მლრდ რუბლი იყო, 2013 წელთან შედარებით ზრდა 17,4 %-ის დონეზე დაფიქსირდა.
კომპანიის საერთო შემოსავალმა 2014 წელს 45,9 მლრდ რუბლი (ზრდა 2013 წლის მონაცემებთან 12,7 %), ხოლო სუფთა შემოსავალმა 13,1 მლრდ რუბლი (ზრდა 20013 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 18,5%) შეადგინა.
2014 წელს გაიზარდა "აეროფლოტის" მოგებაც, რაც დაკავშირებულია გადაზიდვების ზრდასთან და მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში რუსული რუბლის კურსის ცვლილებით.
2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით "აეროფლოტის" აქტივები 145,9 მლრდ რუბლადაა შეფასებული, რაც 34 %-ით მეტია, ვიდრე 2013 წლის 31 დეკემბრისათვის ავიაკომპანიის აქტივების ღირებულება.