იაპონურ ბანკ TheBank of Tokyo- Mitsubishi UFJ-ში მალე მუშაობას ადამიანის მსგავსი რობოტები დაიწყებენ.
სამ თითიანი ანდროიდი NAO ფრანგული კომპანია Aldebaran Robotics SA-ის მიერ არის შექმნილი და სიმაღლეში 58 სანტიმეტრია და 5,4 კგ-ს იწონის
რობოტები ბანკის კლიენტურას სხვადასხვა შეკითხვებზე უპასუხებენ და საუბარს 19 ენაზე შეძლებენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, რობოტები ბანკში მუშაობას აპრილიდან შეუდგებიან.